მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სავურ მოგილა (1926)
ამ გვერდს გაეცნო 7372 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/სათავგადასავლო, 7 ნაწილი, 2100 მეტრი (76 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 26.08.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: ფიოდორი პუში, სემიონ გუბინ-გუნი
მონაწილეობენ: პავლე ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-საიბ (ტომ ჯეკსონი), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა–მეწისქვილის ქალიშვილი), ა. ბიხოვა (მარუსია), ვლადიმერ სუტირინი (მახნო), კონსტანტინე რიაბოვი (ტარას მიროშნიჩენკო), ნატალია ლისენკო (მარუსიას თანამებრძოლი), პატვაკან ბარხუდარიანი (მახნოელი), მიხეილ მირზოიანი (მახნოელი), ა. სმოლდოვსკი (გადამწერი), ალექსანდრე გრომოვი (ადიუტანტი), ალექსანდრე კუსიკოვი (პერებინოსი), ზაალ ტერიშვილი

ფილმი წარმოადგენს "წითელი ეშმაკუნების" გაგრძელებას, გადაღებულია უსცენაროდ.
 

ცხენოსანი არმიის აღლუმზე "წითელი ეშმაკუნები" მარშალ ბუდიონის ფქვილიან ტომარაში დატყვევებულ მახნოს მიუყვანენ. მახნო გაპარვას მოახერხებს, მაგრამ გლეხები ისევ შეიპყრობენ. ანარქისტების ბანდა ხუტორ "სავურ-მოგილაში" თარეშობს. მათთან მახნოელებად გადაცმული "ეშმაკუნები" შეიპარებიან. "ეშმაკუნებს" დაიჭერენ და დუნიაშას ჩამოხრჩობას დაუპირებენ, მაგრამ ბუდიონელთა რაზმი ანარქისტებს თავს დაესხმის, დუნიაშას გადაარჩენს და ბანდას გაფანტავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.