მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მეცხრე ტალღა (1926)
ამ გვერდს გაეცნო 5992 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1700 მეტრი (61 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 02.08.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორები: სერგეი გარინი, პეტრე მორსკოი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მონაწილეობენ: გრიგოლ გომოროვი (კონტრ–ადმირალი დუბენსკი), მარია ტენაზი (ნატალია–ადმირალის უმც.ქალიშვილი), ზ. ნევინსკაია (ნელი–ნატალიას და), მიხეილ გელოვანი (ავალოვი–გემის მექანიკოსი), პეტრე მორსკოი (ერში–მეზღვაური), ტატიანა ვიშნევსკაია (მარუსია–ერშის და), ელენე ჩარსკაია (ბარონესა ფონ ფოგელი), იოსებ თარხნიშვილი (ჟორჟი–ბარონესას შვილი), ივანე კრუჩინინი (თავადი ტურხან ტრუბაჩევსკი–სენატორი), იან ბურინსკი (ხუდიაკოვი–ცეცხლფარეში), ვლადიმერ ბარსკი (ოფიცერი), შალვა ხუსკივაძე (კაპიტანი)
 

შავი ზღვის ესკადრის გემზე რევოლუციური განწყობა სუფევს. ხშირდება მეზღვაურთა შეტაკებები ოფიცრობასთან. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს მეზღვაური ერში ზღვაში გადააგდებს ბარონ ფონ ფოგელს, რომელმაც მისი და შეაცდინა. ერშს გემზე აღარ დაედგომება. მენშევიკი ავალოვი მეზღვაურთა ინტერესების დაცვას ცდილობს. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ერშის დახმარებით, რომელიც საბჭოთა მისიის ხელმძღვანელი გახდა, ყოფილი მენშევიკი ავალოვი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდება და ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.