მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") (1925)
ამ გვერდს გაეცნო 7672 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1600 მეტრი (50 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.10.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: გრიგოლ არუსტანოვი
დამდგმელი ოპერატორები: სერგეი ზაბოზლაევი, ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: პოლიკარპე კაზაკევიჩი
მონაწილეობენ: მიხეილ ჭიაურელი (გარუნი), კლეოპატრა ჯაში (ალა), აკაკი ხორავა (სანდრო), ვერიკო ანჯაფარიძე (გლეხის ცოლი), მარია ტენაზი, ზაქარია ბერიშვილი, ნატო ვაჩნაძე, ლევან ხოტივარი, არკადი ხინთიბიძე, ნიკოლოზ სანიშვილი, ვლადიმერ ჭიაურელი, ზაალ ტერიშვილი, ერასტი ბილანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი

მეორე ფილმი სერიისა "რკინის კატორღა" , პირველი ფილმია "წარსულის საშინელებანი"
 

რუსეთში 1905 წელს მეფის ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯილი რევილუციონერის შვილი მამის საქმეს აგრძელებს. 1917 წლის მოვლენების გამო მას აპატიმრებენ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებს და მშრომელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს. რევოლუცია საქართველოშიც იფეთქებს. ამ ბრძოლებში დაღუპული საცოლის საფლავთან რევოლუციონერი ფიცს დებს, რომ სიკვდილამდე რევოლუციის საქმის ერთგული დარჩება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.