მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ვინ არის დამნაშავე ? (1925)
ამ გვერდს გაეცნო 11228 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 11 ნაწილი, 2836 მეტრი (110 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.12.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
მონაწილეობენ: კოტე მიქაბერიძე (სიკო), ცეცილია წუწუნავა (სალიხე–სიკოს დედა), ნატო ვაჩნაძე (ფატი–სიკოს ცოლი), დიმიტრი ყიფიანი (ბესია–სიკოს მეზობელი), ვლადიმერ ტრაპაიძე (ისიდორე–სიკოს ძმა), არკადი ხინთიბიძე (ყარამანი), ნიკოლოზ კახიძე (ჯეკი–კოვბოების შეფი), სოფია ჟოზეფი (ჟანეტა–ცირკის მსახიობი), კოტე ანდრონიკაშვილი (ცირკის დირექტორი), ვასილ (ვასო) არაბიძე (მაჭანკალი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჯუფანა–ექიმბაში), მიხეილ გელოვანი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, მიხეილ მგელაძე, გაიოზ მელიავა, ზაალ ტერიშვილი, გიორგი ჯავაშვილი, ლევან ხოტივარი

გადაღებულია ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა კოტე გრძელიშვილმა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილებამ, იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის დახმარებით, დაამზადა ფილმის ახალი ასლი. ორიგინალის ჩვენება შედგა 2008 წლის 13 დეკემბერს თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
 

ახალგაზრდა გლეხი სიკო გამდიდრების იმედით მოჯირითეთა ჯგუფთან ერთად ამერიკაში გაემგზავრება – კოვბოი ანუ "უაილდ-ვესტის მხედარი" უნდა გახდეს. შინ დაბრუნებულს შვილი მკვდარი, ცოლი მეზობლისგან დაორსულებული დახვდება. შერცხვენილი ფატი თავს იხრჩობს. დედა სიკოს ახალი ცოლის მოყვანას ურჩევს, მაგრამ სასოწარკვეთილი გლეხი სახლს გადაწვავს და თვითონაც დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.