მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წარსულის საშინელებანი (1925)
ამ გვერდს გაეცნო 6328 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1953 მეტრი (70 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 17.03.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: გრიგოლ არუსტანოვი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: პოლიკარპე კაზაკევიჩი
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (გლეხი), ვერიკო ანჯაფარიძე (გლეხის ცოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (მექარხნე–მემამულე), ასია ბარხუდაროვა (მექარხნის ცოლი), კლეოპატრა ჯაში, ზაქარია ბერიშვილი, ლევან ხოტივარი, ნიკოლოზ სანიშვილი, ვლადიმერ ჭიაურელი, ზაალ ტერიშვილი, დიმიტრი ყიფიანი

პირველი ფილმი სერიისა "რკინის კატორღა" , მეორე ფილმია "ათასის ფასად"
 

1905 წელი. შიმშილი აიძულებს გლეხებს, სოფელი დატოვონ და სამუშაო ქალაქში ეძებონ. ქარხნებში შრომის აუტანელი პირობები მუშათა შორის რევოლუციურ განწყობას აღვივებს. გლეხები მემამულეს მოთხოვნებს უგზავნიან წარმომადგენლების ხელით. მემამულე გლეხების წარგზავნილებს მოაკვლევინებს. პასუხად გლეხები მემამულის სახლ-კარს გადაწვავენ. მათ მუშებიც შეუერთდებიან, მაგრამ აჯანყებას კაზაკები ჩაახშობენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.