მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925)
ამ გვერდს გაეცნო 9844 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 07.03.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი: შალვა დადიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: სემიონ გუბინ-გუნი
მონაწილეობენ: კოტე მიქაბერიძე (სპირიდონ მცირიშვილი), ნატო ვაჩნაძე (დესპინე–სპირიდონის ცოლი), მიხეილ ქადაგიძე (ტარიელ მკლავაძე), მიხეილ კალატოზიშვილი (მედუქნე სამორა), ალბერტ, დიმიტრი ყიფიანი, შალვა დადიანი, შალვა ხუსკივაძე

გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა "ჩვენი ქვეყნის რაინდის" მიხედვით
 

სადგურის მახლობელ დუქანში ღამის გასათევად დაბინავებულ სოფლის მასწავლებელს, სპირიდონ მცირიშვილს და მის ლამაზ ცოლს, დესპინეს ღამით აზნაური ტარიელ მკლავაძე მიუვარდება, ოთახში ძალით შეჭრას და ქალის ხელში ჩაგდებას დააპირებს. სპირიდონი ტარიელისა და მისი მთვრალი მეგობრების მოგერიებას მოახერხებს, მაგრამ მეორე დღეს ტარიელი მას ცოლის თვალწინ გალახავს. მომხდარით შეძრწუნებული დესპინე დაავადდება და კვდება. რამდენიმე თვის შემდეგ იმავე სადგურში სპირიდონი ტარიელ მკლავაძეს მოკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.