მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამი სიცოცხლე (1924)
ამ გვერდს გაეცნო 9753 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, მუნჯი/დრამა, 12 ნაწილი, 4187 მეტრი (153 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 24.01.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: სემიონ გუბინ-გუნი
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ესმა), მიხეილ გელოვანი (ბახვა ფულავა), დიმიტრი ყიფიანი (იერემია წარბა), ანა ლაგზდე (ქალბატონი სალომე), ზაქარია ბერიშვილი (მეირა–მაკლერი), თამარ ბოლქვაძე (ვალიდა), კოტე მიქაბერიძე (ბათუ), ალექსანდრე კუსიკოვი (მიკირტუმოვი), ვლადიმერ ობოლენსკი (პოლკოვნიკი ლებოვი), ივანე კრუჩინინი (სასამართლოს პალატის თავ–რე), ცეცილია წუწუნავა (სასამართლოს მოსამსახურე), ივანე საბუროვი (მე–4 კლასის მოსწავლე), მიხეილ მირზოიანი (მოცეკვავე), ვანდა პოლიკევიჩი (მადამ სალი), ლ. რაზნოგოროდსკი (ივანე–მჭედელი), პატვაკან ბარხუდარიანი (შელია–მედუქნე), თამარ ერისთავი (დეიდა–მოსიარულე გაზეთი), ვ. დანიჩი (მიკირტუმოვის ქალიშვილი), მიხეილ კალატოზიშვილი, შალვა ელიაშვილი, რუსუდან თარხნიშვილი, ერასტი ბილანიშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ზაალ ტერიშვილი

გადაღებულია გიორგი წერეთელის რომან "პირველი ნაბიჯის" მიხედვით.
ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ
 

ფოთელ ვაჭარს, ბახვა ფულავას ღარიბი მკერავი ქალი, ესმა შეუყვარდება და ცოლად მოიყვანს. ლამაზი ესმას ცდუნების სურვილი აზნაურ იერემია წარბას მოსვენებას დაუკარგავს, ბედნიერ ოჯახს თავს დაესხმება და ესმას გაიტაცებს. მდევრებისგან შევიწროებული იერემია, საწადელს რომ ვერ მიაღწევს, ქალს დაუნდობლად მოკლავს. გავლენიანი თავადის ქალის, ვალიდას წყალობით იერემია სასჯელს თავს დააღწევს. ბახვა მართლმსაჯულების იმედს დაკარგავს, იერემიას საძინებელში შეიპარება და დამნაშავეს თვითონ გაუსწორდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.