მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქარიშხლის წინ (1924)
ამ გვერდს გაეცნო 7350 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1495 მეტრი (54 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 13.12.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი: შალვა დადიანი
დამდგმელი ოპერატორები: ა. შტეგელმანი, სერგეი ზაბოზლაევი
კომპოზიტორი: დიმიტრი არაყიშვილი
მონაწილეობენ: ვლადიმერ (ლადო) კავსაძე (გიჟუა–მუშა–რევოლუციონერი), ლილი ღოღობერიძე (ტასია–გიჟუას საცოლე), ლ. ქართველიშვილი (თადე–გიჟუას მეგობარი), ივლიტა ჯორჯაძე (მარო), ლ. სოკოლოვი (გადმოსახლებული რევოლუციონერი), ნიკო გოცირიძე (მოხუცი), მარია არნაზი (კრილოვა–პროვოკატორი), ალექსანდრე იმედაშვილი (პეტუა), ა. ალშიბაია (თავადი გიგო), სიმონ ჟივიძე (საქუა), უშანგი ჩხეიძე (ნიკო), დიმიტრი მჟავია (გოროდოვოი), ქეთევან ანდრონიკაშვილი (კატინე), გიორგი ფრონისპირელი (კინტო), დავით ჩხეიძე (მღვდელი), ვლადიმერ ადამიძე (ჯაშუში), შალვა დადიანი, ზაალ ტერიშვილი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი (იმერელი)

ფილმი არ შემონახულა
 

ფაბრიკის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო თადე და გიჟუა ქალაქს ტოვებენ და სოფელში ბრუნდებიან. გიჟუას თადეს და ტასია შეუყვარდება. მათი ქორწილის წინა დღეს, თავად როსტომის ბრძანებით, საპატარძლოს თავადის სახლში წაიყვანენ. მეგობრები ქალს დაიხსნიან და გლეხობაში მჩაგვრელი თავადების საწინააღმდეგო პროპაგანდას წამოიწყებენ. ამბოხებული გლეხები თავად როსტომს მოკლავენ. პოლიციისგან დევნილი თადე და გიჟუა ქალაქში დაბრუნდებიან და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაებმებიან. მოქანდაკე კრილოვა, რომლის ბინაშიც არალეგალურ კრებებს ატარებენ, რევოლუციონერებს გასცემს. მათ დააპატიმრებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.