მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მამის მკვლელი (1923)
ამ გვერდს გაეცნო 11844 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1685 მეტრი (61 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 06.05.1924 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი
სცენარის ავტორი: ამო ბეკ-ნაზაროვი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, კ. ტირი
მონაწილეობენ: ვასილ (ვასო) არაბიძე (ონისე), ბეჟანოვა (მარია–ონისეს ცოლი), ნატო ვაჩნაძე (ნუნუ–ონისეს ძმისშვილი), ვანო სარაჯიშვილი (იაგო), კოტე ანდრონიკაშვილი (კობა–იაგოს მეგობარი), აკაკი ვასაძე (გირგოლა–იასაული), ნიკო გვარაძე (ნინია–იასაულის ძმა), ზაქარია ბერიშვილი (გლახო–ნუნუს მამა), ელენე (ჩუტა) ერისთავი-ჟღენტი (ნუნუს დედა), პავლე ესიკოვსკი (კაზაკი), შალვა ელიაშვილი, ვალერიან გუნია (ნიკალა), გარსევან გომართელი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, ზაალ ტერიშვილი, თამარ თოიძე, ნიკოლოზ ნაგორნი

გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
 

ნუნუს და იაგოს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ცოლიანი ჩაფარი გირგოლა ქალის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გირგოლა იაგოს დააბეზღებს, უმიზეზოდ დააჭერინებს, ნუნუს იძულებით მიათხოვებს თავის გონებაჩლუნგ ძმას, ქალს დაიმარტოხელებს და გააუპატიურებს. ნუნუ მდინარეში გადავარდება, მაგრამ იაგოს მეგობრები გადაარჩენენ. ციხიდან გაქცეულ იაგოს და მის მეგობრებს გირგოლა დუქანში მიუხტება და ჩაფრებს ჩაახოცინებს. ის ნუნუს მოხუც მამასაც მოკლავს და დანაშაულს ქალს გადააბრალებს. ნუნუს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ, შემდეგ კი გადაასახლებენ. გატანჯული ქალი კატორღაში დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.