მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


არსენა ყაჩაღი (1923)
ამ გვერდს გაეცნო 9550 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1665 მეტრი (60 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 16.05.1924 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, კ. ტირი
მონაწილეობენ: გრიგოლ ჩეჩელაშვილი (არსენა ოძელაშვილი), ნატო ვაჩნაძე (ნენო), პავლე ესიკოვსკი (გიგო), კოტე ანდრონიკაშვილი (თავადი ირაკლი), ზაქარია ბერიშვილი (მოურავი), ვასილ (ვასო) არაბიძე (თავადი ვახტანგი), ასია ბარხუდაროვა (თავადის ქალი რუსუდანი), ივანე კრუჩინინი (გენერალი), გრიგორ ავეტიანი (გენერალი), თამარ თოიძე, იაკობ ლაფერაშვილი, ვასო აბაშიძე (თავადი ბარათაშვილი), გარსევან გომართელი, ზაალ ტერიშვილი

ფილმი 1979 წელს აღადგინა რეჟისორმა დ. ხინთიბიძემ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილებამ, იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის დახმარებით, დაამზადა ფილმის ახალი ასლი. ორიგინალის ჩვენება შედგა 2008 წლის 12 დეკემბერს თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
 

ბატონის ბრძანებით არსენას თანასოფლელ გლეხს ქორწილიდან პატარძალს მოსტაცებენ, პატარძლის მოხუც მამას კი ურჩობისთვის გაროზგავენ. არსენა ქალის ბატონის ტყვეობიდან დახსნას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის და იძულებული ხდება ახალშერთულ ცოლთან ერთად მთაში გაიხიზნოს. არსენა გაიგებს, რომ მისი ცოლი ბატონისგან არის ფეხმძიმედ და ბატონის სახლ-კარს გადაბუგავს. მას შეიპყრობენ, მაგრამ არსენა გაქცევას მოახერხებს და ამბოხებულ გლეხებს შეუერთდება. ამბოხებულები თანდათან მოძალადეები ხდებიან. მათი საქციელით გულგატეხილი არსენა მარტო განაგრძობს ბრძოლას მჩაგვრელთა წინააღმდეგ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.