მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წითელი ეშმაკუნები (1923)
ამ გვერდს გაეცნო 10048 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, მუნჯი/სათავგადასავლო, 13 ნაწილი, 3800 მეტრი (137 წთ.)
"განსახკომის" კინოსექცია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 30.09.1923 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: ფიოდორი პუში
კომპოზიტორი: ივანე გოკიელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: კონსტანტინე დავიდოვსკი (ს. ბუდიონი), პავლე ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა–მიშას და), კადორ ბენ-საიბ (ტომ ჯეკსონი), ვლადიმერ სუტირინი (მახნო), გ. ლეინი (პეტროვი–მუშა), ნ. ნიროვი (გარბუზენკო), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა), იან ბურინსკი (იასაული), ვიტალი ბრიანსკი (მამაო პავსიკაკი), ზაქარია ბერიშვილი (ბანდიტი), პატვაკან ბარხუდარიანი (ბანდიტი), გიორგი მაკაროვი (ბანდიტი), დ. სვეტლოვი (ბანდიტი), ვიქტორ გამყრელიძე, ზაალ ტერიშვილი, ნიკოლოზ ნაგორნი

გადაღებულია პავლე ბლიახინის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ფილმი გახმოვანებულია 1943 წელს.
 

1920–იანი წლების სამოქალაქო ომში ანარქისტ მახნოს ბანდების წინააღმდეგ მებრძოლ წითელარმიელთა შორის თავს გამოიჩენს სამი ახალგაზრდა – მიშა, დუნიაშა და ტომ ჯაქსონი. მიშა და დუნიაშა ბანდიტების მიერ მოკლული მამის გამო შურისძიებას გადაწყვეტენ და ერთგულ მეგობარ ტომთან ერთად მრავალ ფათერაკს გადაეყრებიან. ბუდიონის ჯარში მზვერავებად ჩარიცხული "წითელი ეშმაკუნები" თავ-გზას აუბნევენ მტერს, მახნოს შეიპყრობენ და ბუდიონის მიჰგვრიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.