მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სურამის ციხე (1922)
ამ გვერდს გაეცნო 12589 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1800 მეტრი (65 წთ.)
"განსახკომის" კინოსექცია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 16.11.1923 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ბორის ზაველევი
დამდგმელი მხატვრები: ევგენი ლანსერე, ვალერიან სიდამონ–ერისთავი, კ. ტირი, ვ. აკიშნი
მონაწილეობენ: ამო ბეკ-ნაზაროვი (დურმიშხანი), მიხეილ ჭიაურელი (ოსმან აღა), თამარ საყვარელიძე (ვარდუა), ტატიანა მაქსიმოვა (გაიანე-დურმიშხანის ცოლი), ლ. გალუსტიანი (ზურაბი-დურმიშხანის შვილი), ნინო დოლიძე (ნინო-ოსმან აღას და), ოლღა მაისურიანი (ნინოსა და ოსმან აღას დედა), შალვა დადიანი (თავადი წერეთელი), ნ. ოდანკევიჩი (თავადი მუხრანელი), ვანდა პოლიკევიჩი (თავადის ქალი მუხრანელი), ემანუილ აფხაიძე (შიკრიკი), ვალერიან გუნია (ვეზირი), გიორგი დავითაშვილი (თავადი წერთელი), ალისა ქიქოძე, ზაქარია ბერიშვილი, ერასტი ბილანიშვილი

გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ყმა დურმიშხანი, რომელსაც მხევალი ვარდუა უყვარს, ყმობისგან თავის დასახსნელი და ვარდუაზე დასაქორწინებელი ფულის საშოვნელად ვაჭრობით გამდიდრებულ ოსმან-აღას დაუდგება ნოქრად. საქმეში გაუმართლებს, მდიდარ ქალსაც შეირთავს და მისი ლოდინით განაწამებ ვარდუას დაივიწყებს. წლების შემდეგ, ცნობილ მკითხავად ქცეული ვარდუა მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს. მისი რჩევით სურამის ციხის კედლის გასამაგრებლად მშენებლები მასში დურმიშხანის ერთადერთ ვაჟს, ზურაბს ცოცხლად ჩაატანენ. გამწარებული დურმიშხანი მკითხავში ვარდუას იცნობს. ქალი დურმიშხანს ხანჯლით განგმირავს და თვითონაც თავს მოიკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.