მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მოძღვარი (1922)
ამ გვერდს გაეცნო 11479 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1500 მეტრი (54 წთ.)
"განსახკომის" კინოსექცია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 26.04.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: შალვა დადიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მონაწილეობენ: შალვა დადიანი (მოძღვარი), გიორგი დავითაშვილი (ონისე), ელენე ჩარსკაია (ჯათია), მ. ალიბეგოვა (მაყვალა), ვალერიან გუნია (მაყვალას მამა), მარგალიტა ბარსკაია (მაყვალას დედა), ალექსანდრე იმედაშვილი (გელა-მაყვალას ქმარი), იუზა ზარდალიშვილი, ზაალ ტერიშვილი, თამარ თოიძე

გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

ბოქაულ გელაზე იძულებით გათხოვილი მაყვალა მწყემსი ონისეს სიყვარულს ვერ დაივიწყებს და ქმარს გაექცევა, მაგრამ თემის კანონით კვლავ ოჯახში მოაბრუნებენ. გელა ონისეს შინ შეისწრებს და დაჭრის. თემი სამივეს გაასამართლებს და სოფლიდან მოიკვეთს. თოვლში გათოშილ მაყვალას მოძღვარი ონოფრე იპოვის და შეიფარებს. მალე მაყვალას მოკლულს ნახავენ, დანაშაულს მოძღვარს დააბრალებენ და გააციმბირებენ. ონისე თემის წინაშე აღიარებს, რომ მაყვალას დათმობას მისი მოკვლა არჩია. ცოლის მკვლელს გელა ხანჯლით განგმირავს. თემი გელას ჩაქოლავს, საქმეს კი ხელმეორედ გაარჩევს. მოძღვარს გაამართლებენ, მაგრამ გათავისუფლების ქაღალდი გადასახლებაში ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.