მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქრისტინე (1918)
ამ გვერდს გაეცნო 25350 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 5 ნაწილი, 1240 მეტრი (50 წთ.) 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი
მონაწილეობენ: ანტონინა აბელიშვილი (ქრისტინე), გიორგი ფრონისპირელი (იასონი), ვასილ (ვასო) არაბიძე (დათია-ქრისტინეს მამა), სოფიო ყიფშიძე (მარიკა-ქრისტინეს დედა), მარგარიტა გოგოლაშვილი (სონა), ბაბო როსტომაშვილი (ნატა), ცეცილია წუწუნავა (მარინე), ვასო აბაშიძე, ილია ზურაბიშვილი, ნიკო გვარაძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სიმონ ჟივიძე, პავლე ფრანგიშვილი, იოსებ (სოსო) თარალაშვილი, ვიქტორ მატარაძე, გიორგი იორდანიშვილი

გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ფილმის გადაღება დაიწყო 1916 წელს.
 

აზნაურ იასონ უქმაძის მიერ ნამუსახდილი სოფლელი გოგონა ქრისტინე ახლობელთა შეურაცხმყოფელ საყვედურებს ვეღარ გაუძლებს და თავის მოკვლას გადაწყვეტს. ქალს შეამჩნევენ და წყლიდან ამოიყვანენ. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ქრისტინე ქალაქში გაყვება ახალგაცნობილ "გულშემატკივარ" სონას, რომელიც მას საროსკიპოში მიიყვანს. ქრისტინეს იმედები იმსხვრევა. ბედისწერა არაერთხელ გასწირავს, მომხიბლავ ქალიშვილს გარეგნობაც აღარ შერჩება და მათხოვრობაში ამოხდება სული.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.