მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

არჩილ შუბაშვილი
არჩილ შუბაშვილი

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინომცოდნე
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ხელოვნების ფაკულტეტები (ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი - 1980). 1985 წლიდან, როგორც კინომცოდნე ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარედ. 1995 წლიდან, როგორც კინოკრიტიკოსს მინიჭებული აქვს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსი. არის ჟურნალ "ამარტას" კორესპონდენტი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ავტორია წიგნის "ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია" 1976–2009 წლების სრულმეტრაჟიანი ფილმები (2010 წ. – 200 გვ.).

 
 
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.