მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

მანანა სურაძე
მანანა სურაძე
24.02.1964

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინომცოდნე
დაიბადა 1964 წლის 24 თებერვალს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, კინოხელოვნების განხრით. 1990 წლიდან მუშაობს კინემატოგრაფიაში. იგი არის თბილისში პირველი საერთაშორიისო კინოფესტივალის ჩატარების იდეის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი. 1992 – 1997 წლებში იყო შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალ “ოქროს-არწივის“ დირექტორი. 2000 – 2002 წლებში ხელმძღვანელობდა ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართულ კინოაკადემიას. 2002-2008 წლებში მუშაობდა კინოთეატრ “ამირანის“ არტ-მენეჯერად, პარალელურად ასწავლიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 2003 წლიდან მუშაობს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (კინოცენტრში), პროექტების დაფინანსების მენეჯერად.

 
 
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.