მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

მანანა ლეკბორაშვილი
მანანა ლეკბორაშვილი
29.07.1960

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინომცოდნე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
დაიბადა 1960 წლის 29 ივლისს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1983 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 1993 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, კინომცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-93 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" – რეჟისორის ასისტენტად. 1993 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე (კინოკაბინეტის გამგე, კინოს სამეცნიერო სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი). პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამოცი-სამოცდაათიანი წლების ქართული კინოს ჟანრული ტენდენციები“. გამოცემული აქვს წიგნი: „საზღვარგარეთის კინოს ისტორია“ ლექციების კურსი - 2004 წელი.


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.