მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

მაია ლევანიძე
მაია ლევანიძე
03.05.1969

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინომცოდნე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
დაიბადა 1969 წლის 3 მაისს ქ. თბილისში. 1991 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, კინომცოდნეობის ფაკულტეტი. 1991–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კველევითი ცენტრის კინოსექტორში (უფროსი ლაბორანტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი). 1993 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, კულტურის უნივერსიტეტი და სხვა. 2004–06 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო–ტელე ფაკულტეტის დეკანი. 2008–2010 წლებში გაზეთ ,,ქართული უნივერსიტეტის" ჟურნალისტი. 2008–10 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია.
2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ქართული საოპერატორო ხელოვნება: ტრადიციები, ძიებები". 2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი, ქართული ინიციატივების ფონდის ,,ნატოს" კურატორიუმის წევრი (2006–2008), საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2003–2005).


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.