მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

იური ზარეცკი
იური ზარეცკი
22.12.1930

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

ბალეტმეისტერი
დაიბადა 1930 წლის 22 დეკემბერს. ჯერ სწავლობდა კიევის, ხოლო შემდეგ თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. 1948-1955 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ანსამბლის ბალეტმეისტერად, 1955-1967 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასევე ცეკვებს დგამდა მუსკომედიის თეატრში. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს, ლენინგრადის, კიევის, ოდესის, კიშინიოვის, სვერდლოვსკის, ომსკის, ბაქოს და სხვა ქალაქების თეატრებში და კინოში. 1972 წლიდან მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და თეატრალურ ინსტიტუტში იყო კათედრის გამგე (1964-1973). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964).


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.