 | გიორგი (გოგი) დოლიძე 20.04.1934 |
|
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1934 წლის 20 აპრილს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1962-70 წლებში იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" და "ხელოვნებას" რედაქტორი. 1970-80 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1982-1992 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი. 1992-2005 წლებში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორი. 2005 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. 2003 წელს მიიღო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია წიგნისათვის "აკაკის მოგზაურობა რაჭა - ლეჩხუმში". 2005 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. 2005 წლიდან გამოსცემს და რედაქტორობს ჟურნალ "რაინდს" და გაზეთ "საქართველოს კარიბჭესთან". ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ |