მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

აკაკი დვალიშვილი
აკაკი დვალიშვილი
23.01.1922 - 30.04.2008

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინოწარმოების ორგანიზატორი, რეჟისორი.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაიბადა 1922 წლის 23 იანვარს. 1944 წელს დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი. 1949 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მსახიობთა და რეჟისორთა რამოდენიმე სახელოსნოს. იყო კულტურის მინისტრის მოადგილე (1956-დან), პირველი მოადგილე (1961-დან) და 1959-1967 წლებში სამინისტროდან კურირებდა ქართულ ფილმს, დოკუმენტური ფილმების სტუდიას და საქართველოს თეატრებს. 1973-1990 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.