ჩვენ
საიტის არსებობასა და მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის "კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილების" ყოფილ თანამშრომლებს!
დიდი მადლობა მათ.
შენიშვნა: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის "კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილება" 2009 წლის 22-30 მაისს ბუენოს-აირესში გამართულ 65-ე კონგრესზე გახდა კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF – The International Federation of Film Archives) ასოცირებული წევრი. კინოარქივების საერთაშორისო ფედერაცია დაფუძნდა 1938 წელს და დღეისათვის აერთიანებს 149 არქივს (84 წევრსა და 65 ასოცირებულ წევრს 77 ქვეყნიდან). ფიაფში (FIAF) გაწევრიანებით საქართველო უკეთ უნდა იქნეს ჩართული კინოარქივების მუშაობის საერთაშორისო პროცესში, ეს არის რეალური შანსი რომ მან გაუწიოს პოპულარიზაცია საკუთარ კინოპროდუქციას.